пятница, 6 марта 2015 г.

დღე მეცხრე

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა.დღეს გავეცანი კოლეგების პროექტებს.შევაჯამეთ და შევიტანეთ შესწორებები.კიდევ ერთხელ  გავიმეორეთ პროექტის  ყველა ეტაპი ,ჩემთვის ეს პროექტი ძალიან ბევრის მომცემი იყო.ბევრი რამე შევისწავლე ამ პროექტის ფარგლებში,მეგობრებიც მხარში მედგნენ და მეხმარებოდნენ.სამუშაო დღე იყო პოზიტიური და საინტერესო.
დიდ მადლობა  ბატონ გიორგის საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგ დღეებისათვის,

воскресенье, 1 марта 2015 г.

დღე მერვე

ტრენინგი ისევ საშინაო დავალების განხილვით დავიწყეთ.მე დამთავრებული არ მქონდა,
შევეცადე აქვე გამეკეთებინა.შემდეგ გადავედით ახალი მასალის ათვისებაზე.დრაივში გადავამოწმეთ წინა ტრენინგზე შექმნილი საქაღალდეები.ვისწავლეთ დოკუმენტის ატვირთვა დრაივზე სხვადასხვა გზით.
შემდეგ გადავიტანეთ პორტფოლიოში დამთავრებული დოკუმენტები და განვალაგეთ შესაბამის საქაღალდეებში.შემდეგ ვისწავლეთ დრაივზე განთავსებული პორტფოლიოს დადება ბლოგზე, გაზიარება.გავიმეორეთ გვერდის დამატება ბლოგზე,დრაივზე არსებული რომელიმე დოკუმენტის შეცვლა.
შესვენების შემდეგ განვიხილეთ მოდული 7 ,ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე.ტრენინგის ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება:დავასრულოთ პროექტის გეგმა,შევავსოთ :
1.დიფერენცილებული სწავლება
2.სასწავლო თემისათვის საჭირო მასალები
3.დანარჩენი ყველა რესურსების გრაფა
4.მოვემზადოთ პორტფოლიოს წარდგენისათვის

пятница, 27 февраля 2015 г.

დღე მეშვიდე

მეშვიდე დღე დაიწყო საშინაო დავალების განხილვით. შევიტანეთ შესსწორებები.შევავსე  კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა და პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა.
შემდეგ გადავედით დრაივში მუშაობაზე.შევქმენით ახალინ საქაღალდეებიც და მოვამზადეთ დასრულებული დოკუმენტების  შესატანად.ვისწავლე როგორ  ავტვირთო Drive-ში საჭირო დოკუმენტები,დექსტოპიდან Drive-ში გადაწერა,სასწავლო ნიმუშების შექმნა,დიზაინის შეცვლა.შემდეგ განვიხილეთ  სახელმძღვანელოს მესამე მოდული,სადაც საუბარი იყო საავტორო უფლებებზე

დღე მეექვსე

ტრენინგის მეექვსე დღე დავიწყეთ დავალებების განხილვით.საშინაო დავალების  განხილვის   შემდეგ გადავედით ბლგის ელემენტების შესწავლაზე.განვიხილეთ სახელმძღვანელოში მეხუთე მოდულის 1და 2 აქტივობები.რომლებიც მოსწავლეთა პრეზენტაციის შეფასებებს შეეხებოდა.ამ მოდულის საშუალებით გავიგე თუ როგორ გამოვიყენო შეფასების რუბრიკები და ქულების მინიჭების სქემები მაღალი სააზროვნო უნარის   განვითარებისათვის.შემდეგ გადავედით "გუგლი დრაივში" და ვისწავლეთ  დოკუმენტების შექმნა.ვისწავლეთ შეფასების ფორმის  ვიცი, მინდა  ვიცოდე , ვისწავლეს ელექტრონული ფორმის შექმნა.მიმდინარე მოდული მნიშვნელოვანია მოსწავლეებზე ორიენტირებული შეფასების ფორმის შექმნა.
ტრენინგის ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება: დავასრულოთ შეფასების გეგმა,გავაკეთოთ პრეზენტაციის რუბრიკა.

суббота, 21 февраля 2015 г.

დღე მეხუთე

ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით.შემდეგ გადავედით  ახალი მასალი შესწავლაზე.გავეცანით თუ როგორ ხდება ბლოგში ახალი სტატიის შექმნა.ასევე ვისწავლეთ ახალი გვერდის შექმნა,ვისწავლეთ აგრეთვე  "google"-დან ინფორმაციისა და სურათების გადმოწერა.ვიმუშავეთ ბუკლეტების შექმნაზე.განვიხილეთ სხვადასხვა ტიპის ბუკლეტები და  ამოვირჩიე ერთერთი მათგანი. შემდეგ გავეცანით "power-pont"-ში მუშაობის პრინციპებს,როგორ უნდა შევქმნათ სლაიდები,ტექსტის შრიფტის ზომა არ უნდა   იყოს 18-ზე ნაკლები,სლაიდების რაოდენობა სასურველია  იყოს ნაკლები (დაახლოებით 5 დან  9-მდე).დასასრულს განვიხილეთ თუ როგორ იქმნება სლაიდ  შოუ.ტრენინგის ბოლოს მივიღეთ დავალებები:დავწეროთ და გამოვაქვეყნოთ მეხუთე  დღის რეფლექსია,შევქმნათ  ბროშურის   ელექტრონული ვარიანტი და მოვამზადოთ პედაგოგის პრეზენტაცია.

воскресенье, 15 февраля 2015 г.

დღე მეოთხე

განვიხილეთ საშინაო დავალებები.მოვისმინეთ ერთმანეთის  საკვანძო კითხვები(ზოგადი,თემატური  და შინაარსობრივი)გავაკეთეთ  კომენტარები ერთმანეთის პოსტებზე.ვისწავლე ბლოგის სახელის შეცვლა.ვიმუშავეთ სახელმძღვანელოს მეორე მოდულის მეორე,მესამე და მეოთხე პუნქტებზე.გავეცანი პროექტის შეფასების  ხერხებს   და დროის ჩარჩოს სქემას.

пятница, 13 февраля 2015 г.

დღე მესამე

განვიხილეთ  საშინაო  დავალება.ბლოგზე გამოვაქვეყნეთ  პოსტები,განვიხილეთ  ბლოგის ინსტრუმენტები და  ვისწავლეთ  დიზაინის  შეცვლა.ვისწავლეთ  ბლოგში მუშაობა.გავეცანი მეორე მოდულის მეორე  აქტივობას,რომელიც  ეხებოდა  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო კითხვებს: ზოგადი,თემატური  და  შინაარსობრივი.
ვიმუშავეთ  ოთხ  ჯგუფად .მოვისმინეთ  ყველა ჯგუფის  თითო  წევრის  მოხსენება  აღნიშნულ  დავალებასთან  დაკავშირებით, კერძოდ  ჩვენი  ჯგუფი  მუშაობდა  თემაზე ,,ხელნაწერი  წიგნები"

დღე მეორე

დღეს დავსახეთ პროექტის თემა:ავირჩიე საშუალო  საფეხურის  VIII კლასი.ვისწავლეთ  ბლოგის  შექმნა.გავეცანით  ბუკლეტების  სახეობებს  და  მათი  შექმნის  წესებს.

დღე პირველი

გავიცანი ჩვენი ტრენერი გიორგი.გავეცანი ჩვენი ტრენინგის მიზანს.გავეცანი პროექტებით სწავლების სახელმძღვანელოს.გავხსენით ელ-ფოსტა.დღის ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება. ეს დღე იყო ჩემთვის ძალიან  შთამბეჭდავი.მივხვდი  რომ
ჩემს  თავზე  ბევრი  მუშაობა  მჭირდება.