суббота, 21 февраля 2015 г.

დღე მეხუთე

ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით.შემდეგ გადავედით  ახალი მასალი შესწავლაზე.გავეცანით თუ როგორ ხდება ბლოგში ახალი სტატიის შექმნა.ასევე ვისწავლეთ ახალი გვერდის შექმნა,ვისწავლეთ აგრეთვე  "google"-დან ინფორმაციისა და სურათების გადმოწერა.ვიმუშავეთ ბუკლეტების შექმნაზე.განვიხილეთ სხვადასხვა ტიპის ბუკლეტები და  ამოვირჩიე ერთერთი მათგანი. შემდეგ გავეცანით "power-pont"-ში მუშაობის პრინციპებს,როგორ უნდა შევქმნათ სლაიდები,ტექსტის შრიფტის ზომა არ უნდა   იყოს 18-ზე ნაკლები,სლაიდების რაოდენობა სასურველია  იყოს ნაკლები (დაახლოებით 5 დან  9-მდე).დასასრულს განვიხილეთ თუ როგორ იქმნება სლაიდ  შოუ.ტრენინგის ბოლოს მივიღეთ დავალებები:დავწეროთ და გამოვაქვეყნოთ მეხუთე  დღის რეფლექსია,შევქმნათ  ბროშურის   ელექტრონული ვარიანტი და მოვამზადოთ პედაგოგის პრეზენტაცია.

1 комментарий:

  1. კარგია, ყოველ დღე იზრდები და სწავლობ, ასე გააგრძელე

    ОтветитьУдалить